ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის თარიღი 18 მარტს გაირკვევა

10 მარტი, 2013 •
საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის თარიღი 18 მარტს გაირკვევა

“თავად საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით ამ დღეებში ჩატარდება იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელიც შეეაჯერებს იმ ტექსტს, რომელიც დეკემბერში იქნა ინიცირებული. ჩვენ ამ ტექსტთან დაკავშირებით ვცდილობთ გავითვალისწინოთ საზოგადოების, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლბის მოსაზრებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა არ დათხოვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ბოლო 6 თვის განმავლობაში. ასე რომ, ტექსტი შეჯერებული იქნება გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე”. –განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი