ახალი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანი რ2-ის დირექტორობას გამორიცხავს

9 ივნისი, 2017 •
ნანუკა ჟორჟოლიანი რ2-ის დირექტორობას გამორიცხავს

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის დირექტორის ან რაიმე მსგავს თანამდებობაზე საკუთარ თავს არ მოიაზრებს. როგორც მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, “ეს გამორიცხულია”.

ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ახალი დირექტორი, სავარაუდოდ, რუსთავი 2-ის გუნდიდან იქნება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-დან ნიკა გვარამიას წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა ეს ცნობა ნიკა გვარამიას არ დაუდასტურებია. ჟურნალისტები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გვარამიამ გადადგომის შესახებ კურიერის ოპერატორებთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომელსაც არხის მფლობელი ყარამანიშვილიც ესწრებოდა. ჟორჟოლიანის თქმით, ტელევიზიაში საკმაოდ მძიმე ფინანსური კრიზისი არსებობს და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით იმართებოდა ტელვიზიაში თათბირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი