ახალი ამბები

პრეზიდენტის მრჩეველი: მივესალმები პრემიერის მხრიდან პოზიტიურ განცხადებებს

6 მარტი, 2013 •
პრეზიდენტის მრჩეველი: მივესალმები პრემიერის მხრიდან პოზიტიურ განცხადებებს

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ უაღრესად დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომლებიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება. კერძოდ, ვგულისხმობ მზაობას, გაკეთდეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის თაობაზე. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას და ამ შეხვედრის შედეგად პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისევე როგორც მედიაში ჩაურევლობა, წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრისას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან დღეს პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება სიტყვებად და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან ამ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის მრჩეველი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს შორის მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი