ახალი ამბები

ზურაბ ადეიშვილის ძმაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

6 მარტი, 2013 • • 1705
ზურაბ ადეიშვილის ძმაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

პროკურორ ხვიჩა ბეგიაშვილის ინფორმაციით, დავით ადეიშვილმა 2005 წელს, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას, თელავის ბაზრის მესაკუთრეები აიძულა, წილი ჯაბრაილ ხანგოშვილის სასარგებლოდ დაეთმოთ.

 

კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დავით ადეიშვილს 2013 წლის 17 იანვარს წარედგინა ბრალდება 332–ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

 

ხვიჩა ბეგიაშვილის განცხადებით, ვინაიდან დავით ადეიშვილი არაერთი გამოძახების მიუხედავად არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის მიმათ სისხლის სამართლის საქმის წარმოება განხორციელდა დაუსწრებლად. მას დუსწრებლად წარედგინა ბრალდება, შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი