ახალი ამბები

“თელასის” საქმის არსებითი განხილვა 19 მარტს დაიწყება

6 მარტი, 2013 •
“თელასის” საქმის არსებითი განხილვა 19 მარტს დაიწყება

აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე პროკურატურამ დააყენა, თუმცა მას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლე დავით ჯუხელმა.

წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობასა და სხვადასხვა შუამდგომლობებს განიხილავდნენ, საქალაქო სასამართლოში 5 მარტს 7 საათზე დიდხანს გრძელდებოდა.

საქმეში, რომელიც ქრთამის აღებას ეხება, ბრალდებულები არიან: “რუსთავი 2”–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ასევე, კახაბერ დამენია, იზაბელა გუტიძე, გიორგი ნემსიწვერიძე, დევი კანდელაკი და აშოტ მანუკიანი. შვიდი ბრალდებულიდან სასამართლო პროცესს ექვსი ესწრებოდა, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, რაც შეეხება სომხეთის მოქალაქე აშოტ მანუკიანს, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული და იძებნება.

ექვსივე პირი დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებაში არიან ბრალდებული.

გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამია იყო ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი “კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის”, რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო “ინტერ რაოსგან”. გამოძიების ვერსიით, გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარს – გიორგი ნემსიწვერიძეს შპს „ელენდეფ სერვისი“ 2012 წლის 26 ივლისს, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხები, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი, „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან – სს “ხრამჰესს 1,”  “ხრამჰესი 2”, ასევე, “ მტკვარი ენერგეტიკი”–დან და „თელასიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი