ახალი ამბებისამართალი

აშშ-ში ქართულ-რუსული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი, მათ შორის “კანონიერი ქურდები” დააკავეს

8 ივნისი, 2017 •
აშშ-ში ქართულ-რუსული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი, მათ შორის “კანონიერი ქურდები” დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსულ-ქართული ბანდიტური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ქურდობა, ნარკოდანაშაული და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა ედებათ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 23 ბრალდებული ფედერალურ ციხეშია დაკავებული, ხოლო 18 მათგანი გუშინ, 7 ივნისს, უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე.

დეპარტამენტის ცნობით, რაჟდენ შულაია, ზურაბ ჟანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ნაზო გაფრინდაშვილი, არტურ ვინოკუროვი, ევგენი მელმანი, ტიმურ სუიუნოვი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, აზერ არსლანუკი, ივან ათანასიევი, დენის სავგირი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, სემიონ სარაიდაროვი, ვაჩე ოვანისიანი რეკეტიორობაში არიან ბრალდებული.

დეპარტამენტის ცნობით, დენის სავგირი, ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავა და სემიონ სარაიდაროვი მიმალვაში იმყოფებიან და ჯერ არ დაუკავებიათ.

“ჩვენ დღეს დავაკავეთ რუსული დანაშაულებრივი დაჯგუფების 33 წევრი, რომლებმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო დანაშაულობები ჩაიდინეს. ბრლდება აქვს წარდგენილი დაჯგუფების სავარაუდო ხელმძღვანელ რაჟდენ შულაიას, და ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც რუს “კანონიერ ქურდებს” აქვთ ბრალდება წაყენებული ფულის გამოძალვაში. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა. ასევე აღმოაჩინეს 4 535 კილოგრამი შოკოლადი”, – განაცხადა პროკურორმა ჯონ კიმმა.

იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, შულაიას დაჯგუფება იყო კრიმინალური გუნდი, რომელიც რაჟდენ შუალაიას მითითებებით მოქმედებდა. შუალაიას ასევე უწოდებდნენ “ძმას”, “რომას”, იგი არის კანონიერი ქურდი. ამ დაჯგუფების წევრები და თვითონ შუალაია ჩართული იყვნენ არაერთ კრიმინალურ მოქმედებებში, მათ შორის, ძალადობაში, გამოძალვაში, უკანონო აზარტული თამაშების ბიზნესში, რამდენიმე კაზინოს მიმართ თაღლითობაში, იდენტობის ქურდობაში, საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და მოპარული საქონელის გასაღებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი