ახალი ამბები

შაშკინი საქართველოში დაბრუნდა

6 მარტი, 2013 •
შაშკინი საქართველოში დაბრუნდა

“ყველამ იცოდა, სადაც ვიყავი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯერჯერობით, თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, გადავწყვიტო სად ვიყო, საქართველოს მოქალაქე ვარ და გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნდე”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი შაშკინმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 

დიმიტრი შაშკინმა საქართველო 2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ დატოვა.

 

“მოვიდა ახალი მთავრობა, რომელთანაც მე, როგორც თავისუფალ ადამიანს, მაქვს აბსოლუტურად განსხვავებული

დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი

მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და ფასეულობები. როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოსტის დატოვების, ქვეყანა არ იყო აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, ჩვენ ვხედავთ, ძალიან კარგად ხდება ყველაფრის გადახაზვა და ყველაფერი, რაც გაკეთდა, თურმე, იყო ცუდი. მაზოხისტი არ ვარ, რომ ვუყურო, როგორ აუქმებენ ყველაფერს, რაც იყო კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც მართლა განავითარა ჩვენი ქვეყანა,” – განაცხადა მაშინ საქრთველოდან წასულმა შაშკინმა “რუსთავი 2–სთვის” მიცემულ ინტერვიუში. ის ასევე საუბრობდა მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ფიზიკური ანგარიშისწორების საფრთხეზე და გამოთქვამდა მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვევაში ეთანამშრომლა გამოძიებასთან ნებისმიერ საკითხზე.

 

დიმიტრი შაშკინმა 2012 წლის 4 ივლისს თავდაცვის მინიტრის თანამდებობა დაიკავა, მანამდე იგი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა 3 წლის განმავლობაში, უფრო ადრე კი შაშკინს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა დახმარების მინისტრის თანამდეობა ეკავა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი