ავიაკომპანია „სკატი“ აქტაუ – ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენას იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით 8 ივნისს, 11 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ პრესკონფერენცია გაიმართება.
რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს.
ავიაკომპანია „სკატი“ არის ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ის დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტი მოიცავს 17 საჰაერო ხომალდს, რომელთა შორის 14 ავიაკომპანიის საკუთრებაა.