ახალი ამბები

ფანჯიკიძე: საქართველოს გზა არის ევროპული

5 მარტი, 2013 • • 1199
ფანჯიკიძე: საქართველოს გზა არის ევროპული

ფანჯიკიძის განცხდებით, საქართველოს გზა არის ევროპული:

 

“ჩვენ ვერ გვიპოვით ვერც ერთ გამონათქვამს, ვერც ერთ დოკუმენტს, რომელშიც იყოს რაიმე სხვა, გარდა ევროპული გზისა. ყველა გამოსვლაში, ყველა ინტერვიუში ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამიტომ დისკუსია ამის თაობაზე ყურით მოთრეულად მიმაჩნია, რადგან ძალიან მკაფიოა საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ამაზე მუშაობს არა მხოლოდ ჩემი სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა. აქედან გამომდინარე მთელი ეს დისკუსია ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი საფრთხეშია, იყო მხოლოდ იმისთვის განკუთვნილი, რომ არასწორი შთაბეჭდილება შეექმნათ ახალ მთავრობაზე”.

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძის განცახდებით, პარლამენტში მომზადდა დოკუმენტები, რომლებშიც არის გაწერილი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ოპოზიცია მოითხოვდა კონსტიტუციაში ევროპული არჩევანის დაფიქსირებას:

 

 
“მე მიმაჩნია, რომ ეს, რასაკვირველია, შეიძლება გაკეთდეს კონსტიტუციაში, ეს ჩემთვის სრულიად ბუნებრივია”. 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მზაობა გამოითქვა პრემიერის მხრიდან და შესაძლოა მომზადდეს ერთობლივი დოკუმენტი, განცხადება თუ მიმართვა, რომელშიც საგარეო პოლიტიკური კურსი დაფიქსირდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი