მთავარი პროკურატურის ცნობით, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. მანამდე ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა, თუმცა იყო მთავარი პროკურორიც. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს ბადაშვილის მოადგილე იყო ირაკლი შოთაძე, რომელიც ახლა მთავარი პროკურორია.
გიორგი ბადაშვილის ბიოგრაფიას მთავარი პროკურატურა ავრცელებს:
გიორგი ბადაშვილი 1981 წელს ქ. თბილისში დაიბადა.
2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. (2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. ავტ)
29.05.2013-22.11.2013წწ. საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
2013 წლის 22 ნოემბრიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
2014 წლის 21 იანვრიდან – 2015 წლის 2 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა.
2015-2017 წლებში მუშაობდა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.