ახალი ამბები

ქსნის #15 საპყრობილის უფროსი გადადგა

5 მარტი, 2013 • 1825
ქსნის #15 საპყრობილის უფროსი გადადგა

ამის მიზეზი გახდა მსჯავრდებულ ვალტერ ჭკადუას განცხადება, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გამოიკვლია.

 

ჭკადუა 2013 წლის 22 თებერვალს #6-დან #15 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც, როგორც ის წერს თავის განცხადებაში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებმა იმის გამო, რომ მას არ სურდა სხვა საკანში გადასვლა.

 

გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ 2013 წლის 2 მარტს ვალტერ ჭკადუ,ა შესაბამისი ბრძანებისა და პირადი საქმის გარეშე კვლავ უკან, მე-6 დაწესებულებაში იქნა ეტაპირებული.

 

გენ. ინსპექციის მასალებით, მიუხედავად იმისა, რომ ექთანმა დააფიქსირა მსჯავრდებულის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჭანტურიამ ეს ფაქტი ხელმძღვანელობას დაუმალა.

 

გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამსახურიდან დაითხოვეს ჭანტურია, ხოლო ხუხუა თავად გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ხუხუას გადადგომამ პროტესტი გამოიწვია ქსნის დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების ნაწილში, რომლებმაც ამის გამო გუშინ საღამოს თვითდაზიანებები მიიყენეს სხეულზე.

 

გენერალური ინსპექციის  მასალები გადაეგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი