ახალი ამბები

6 და 7 მარტს პარლამენტის სხდომა გაიმართება

4 მარტი, 2013 • • 849
6 და 7 მარტს პარლამენტის სხდომა გაიმართება
დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე იმ კანონპროექტების ჩამონათვალი შეათანხმეს რომლებსაც 6 და 7 მარტს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
სასესიო სხდომაზე სხვადასხვა საკითხების გარდა , კობა დავითაშვილის ინიციატივას საჯარო სამსახურიდან დათხოვნის კრიმინალიზაციაზე, ბაგა-ბაღებში
გადასახადის გაუქმებაზე, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესსა და სასამართლო სხდომების კინო-ვიდეო -აუდიო ჩაწერას კენჭს უყრიან. 

შეგახსნებთ, რომ 22 თებერვალს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გიგი უგულავასთვის ბრალდების წაყენების გამო პარლამენტი დატოვა, რის გამოს
საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭიყრის პროცედურა გადადო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი