ახალი ამბები

დეპუტატი პრეზიდენტს: ნუ განაწყობთ ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით

6 მარტი, 2013 • • 860
დეპუტატი პრეზიდენტს: ნუ განაწყობთ ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით

“სააკაშვილს სურს, თავისი წარუმატებელი პოლიტიკა ორი ერის წაკიდებით დაასრულოს. ამ კუთხის სახელით ვაცხადებ, რომ ეს არ მოხდება. სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხე, ულამაზესი არა მხოლოდ ბუნებით, არამედ თავისი ხალხით, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ამ მიწაზე. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ნუ განაწყობს ქართველ ხალხს სომეხი ხალხისადმი სიძულვილით. ქვეყნის პრეზიდენტი ამას არ უნდა აკეთებდეს. მისი უპირველესი მოვალეობაა არა სიძულვილისა და მტრობის დათესვა მოქალაქეებს შორის, არამედ სიყვარულის და სიკეთის დანერგვა”, – განაცხადა  რუსლან პოღოსიანმა დღეს, 6 თებერვალს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

მისივე თქმით, ეს პრეზიდენტის განცხადებები საბოტჟის მცდელობაა:

“პრეზიდენტის მრავალჯერადი განცხადება სამცხე-ჯავახეთის საქართველოდან შესაძლო მოწყვეტის შესახებ არის საბოტაჟი სომეხი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ .”

შეგახსენებთ, 28 თებერვალს  მიხეილ სააკაშვილმა  ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის შექმნაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი