ახალი ამბები

საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

6 მარტი, 2013 • • 952
საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონშიც გამოიწვევს ცვლილებებს. 
კანონპროექტის მიხედვით, ბაგა-ბაღების საქმიანობის ორგანიზება, დაფინანსება, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველობების უფლებამოსილებად განისაზღვრება. 

 

პარლამენტმა ხიდაშელის მეორე საკანონმდებლო ინიციატივაც დაამტკიცა. კანონპროექტი თბილისში დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების გამიჯვნის თაობაზე პარლამენტმა პირველი მოსმენით – 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. 

 

კანონპროექტის თანახმად, დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. დგინდება სულადობრივი ზღვარიც. კერძოდ, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური  ოდენობა ოთხი სულით განისზღვარება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი