ახალი ამბები

შსს–მ საბრძოლო მასალა ამოიღო

2 მარტი, 2013 • • 972
შსს–მ საბრძოლო მასალა ამოიღო

“სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში დააკავეს. მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ორი „ეფ-1”-ის ტიპის ხელყუმბარა  და ერთი საკვამლე კოჭა  ამოიღეს.”– ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

 

დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება) მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული  5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი