ახალი ამბები

გიორგი ბადაშვილი, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიდის

3 ივნისი, 2017 •
გიორგი ბადაშვილი, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიდის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი ორშაბათს, 5 ივნისს გააკეთებს განცხადებას პოსტის დატოვების შესახებ.

“გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, თუმცა განიხილება გიორგის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი, განცხადება გაკეთდება ორშაბათს”, – ასე უპასუხეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში ნეტგაზეთის შეკითხვას, გადადგა თუ არა პოსტიდან გიორგი ბადაშვილი.

ბადაშვილი 2015 წლის 2 დეკემბერს დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსად. მანამდე, 2014–15 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორი. 2013 წლის მაისიდან – ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი