ახალი ამბები

გიორგი ბადაშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა

2 დეკემბერი, 2015 • 1274
გიორგი ბადაშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი უფროსი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს დღეს, 2 დეკემბერს წარუდგინა.

უწყების ცნობით, გიორგი ბადაშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე.
გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან – ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს.

სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. უწყების ყოფილი უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი