“მე ხშირად მითქვამს, რომ სასამართლო არ იყო ისე დამოუკიდებელი, როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო. ის თანდათან მიდის დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო არა არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდე რამდენიმე წლით ადრე, თუკი შევადარებთ მაშინდელ და დღევანდელ სასამართლოს, რა თქმა უნდა, დღეს სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურატურის საერთო მოთხოვნების 11%-ს და პატიმრობის მოთხოვნების 27 პროცენტს და ეს სტატისტიკა არ მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო ოპოზიციურადაა განწყობილი.
