საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
„არაფერს ვნანობ. ახლა მთავარი რუსეთის დამარცხებაა“ – ინტერვიუ ნემო ბურჭულაძესთან
