უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ გურამ ჭიჭინაძეს ოკუპირებული დონეცკის ე.წ.-მა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, 43 წლის გურამ ჭიჭინაძე სასჯელს მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოიხდის.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გურამ ჭიჭინაძემ უკრაინის ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში გააფორმა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

მათივე ცნობით, გურამ ჭიჭინაძე რუსმა სამხედროებმა ტყვედ 2024 წლის თებერვლის ბოლოს აიყვანეს.