ახალი ამბები

დაზვერვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

1 მარტი, 2013 • 978
დაზვერვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

საკანონმდებლო ცვლილების ავტორის უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილი.

 

კანონპროექტის მიხედვით, დაზვერვის სამსახური ანგარიშვალდებული იქნება მთავრობისა და უშიშროების საბჭოს წინაშე. სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

 

ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ვალდებულია 3 თვის ვადაში დაამტკიცოს ეროვნული სადაზვერვო პროგრამა. ეროვნული სადაზვრევი პროგრამა, კანონპროექტის მიხედვით, არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები.

 

ცვლილება შედის, ასევე, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონში. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებისთვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესს. ასევე, მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონეს ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი