TBILISI NEWCOMERS-ის შოუქეისზე, რომელიც ილიაუნის თეატრში 5 ივნისს გაიმართება, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერები 17 მუსიკალურ პროექტს ცოცხალი შესრულებით მოისმენენ.
ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტში, TBILISI NEWCOMERS, რომელსაც წელს ალთერვიჟენ ჯგუფი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აკეთებს, მონაწილეობის სურვილი 38-მა მუსიკოსმა და ბენდმა გამოთქვა, ხოლო ჩანაწერების მოსმენის შედეგად 17 პროექტი შეირჩა.
5 ივნისს, ბენდების და მუსიკალური პროექტების ცოცხლად მოსმენის შემდეგ, ილიაუნის თეატრში ალთერ ვიჟენ ჯგუფის პროდიუსერები დაასახელებენ 10 პროექტს, რომელიც ფინალურ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
TBILISI NEWCOMERS 2017-ის SHOWCASE-ზე გასული 17 პროექტი:
- ფარღალალა
- Evergreen
- Dream is my reality
- Lie For You
- WiFi
- Blue Violence
- NastyFox
- Killages
- Mind Process
- Harry Rules
- The Nali
- Le Vancho
- Unlimited
- Infadus
- Hippocrate
- D.A.
- Klapperbein
Tbilisi Newcomers 2017-ის ფინალური კონცერტი 10 ივნისს, ილიაუნის დაბადების დღეზე, ლისის ტბაზე გაიმართება. სწორედ ილიაუნის დაბადების დღეს დასახელდება 2017 წლის საუკეთესო ნიუქამერები, რომლებიც ამიერკავკასიის ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალში დაუკრავენ ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიცაა: ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, SOFT EJECT, ნინო ქათამაძე & INSIGHT, OXIA, ALEX.DO, RIPPERTON და კიდევ 50-მდე ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსი.
პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. პროექტი 2009 წლიდან მოყოლებული ტარდება, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში. Tbilisi Newcomers ქართული ალტერნატიული სცენის განვითარებას უწყობს ხელს. ცხრა წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე ქართულმა ბენდმა და მუსიკოსმა გამოთქვა.
Tbilisi Newcomers ყოველწლიურად ავლენს წლის საუკეთესო ნიუქამერ ბენდს, რომელიც უკვე შერჩეულ უცხოელ და ქართველ არტისტებთან ერთად მონაწილეობას იღებს ფესტივალში Tbilisi Open Air.