ახალი ამბები

შსს-ს მრავალშვილიანი თანამშრომლები ყოველთვიურ სახელფასო დანამატებს მიიღებენ

1 მარტი, 2013 • 1747
შსს-ს მრავალშვილიანი თანამშრომლები ყოველთვიურ სახელფასო დანამატებს მიიღებენ

ოთხი შვილის მშობელი  ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი  – 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი – 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი 500 ლარს მიიღებს.

 

მინისტრის შესაბამისი ბრძანება  სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ ძალაში დღეიდან შევიდა.

 

დღეიდან ასევე ამოქმედდა მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 1000 -ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად  მიიღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. 

 

ყოველთვიურ დანამატსა და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი