“ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანს დაუძახა ხელმძღვანელობამ და უთხრა, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანხარო და ვეღარ იმუშავებ ამ სამსახურშიო. ამის საფუძველზე გაუშვეს ეს ადამიანი”, – აცხადებს დონაძე.
მისი თქმით, ზანდარაშვილი მოჩანს ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ კადრებში, როდესაც ის ყვირის? – ნახეთ? მოკვდა? მოკვდა?
დონაძის განცხადებით, პროკურატურა ძალიან საშიშ ქმედებას ირჩევს:
“იმის მაგივრად, რომ დაიბაროს ის ადამიანები, რომლებიც ირაკლი ფირცხალავას გავრცელებულ კადრებში ჩანან და კითხონ, რომ გურამ დონაძემ რა ვითარებაში დადგა სცენა(რადგან მე მკვლელი აღარ ვარ, იარაღის მიმტანი აღარ ვარ და საბოლოოდ გამოვდივარ სცენარისტი)? ეს ამ დრომდე არ მომხდარა”.
დღესვე “პირველი რადიოს” ეთერში გამართულ პრესკონფერენციაზე დონაძემ ჟურნალისტებს გააცნო ამონარიდები ზანდარაშვილის ჩვენებიდან, რომელიც მას ჩამოართვეს 18 დეკემბერს. ჩვენებაში მიუთითებს, რომ 10-20 წუთი დაყო შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგაც ერთ-ერთი დაკავებული ჩაისვა მანქანაში და მეწყვილესთან ერთად გადაიყვანა იზოლატორში. ის ჩვენებაში მიუთითებს, რომ სხვა ფაქტების შესახებ არაფერი იცის. ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე ნახა ზურაბ მიქაძე და დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის თითქმის ყველა ეკიპაჟი. დონაძის მიერ გავრცელებულ ჩვენებაში ზანდარაშვილი ნიუთითებს, რომ დაკავებულების პირად ჩხრეკას არ დასწრებია და არ ფლობს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ იარაღი.