“მეჩეთზე ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, როგორც კულტურის ცენტრზე ბათუმში და არა – მოქმედ მეჩეთზე. მე მივესალმები ამ შეთანხმებას, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა ლაპარაკი, რომ ულამაზეს რაბათის კომპლექსს უნდა მივაშენოთ მინარეთები, იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ეგეთი მინარეთები. ეს ახალი რაღაცა გაჩნდა. ის, როცა იყო იქ, როცა თავის დროზე აშენდა, ის ერთი პატარა მინარეთი ჰქონდა, ის ერთი პატარა მინარეთი აღვადგინეთ, რა ოთხი პატარა მინარეთის მიშენებაზე ვლაპარაკობთ? საიდან მოვიდა ეს შარლატანიზმი მართლა და გაუგებარი რაღაცეები?

 

მე ნამდვილად არც მოქმედ მეჩეთში არ ვხედავ პრობლემას, უბრალოდ, ვიძახი,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

15 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი ვიზიტის დროს გადაწყდა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების (ოშკი და იშხანი) რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა და საქართველოში ახალი მეჩეთის მშენებლობა. კერძოდ, ბათუმში ქართული ფულით უნდა აშენდეს ახალი მოქმედი მეჩეთი.

 

საქართველოში ახალი მეჩეთის მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შედგა საქართველოსა და თურქეთს შორის. მაშინდელი შეთანხმებით, ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ბათუმში უნდა აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

 

საქართველოში სამთავრობო ცვლილებების შემდეგ განახლდა თურქეთთან ამ კუთხით მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ საქართველოს მხრიდან მოხდებოდა რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღდგენილი ახმედის მეჩეთის ხელახალი რესტავრაცია:

 

“ლაპარაკია ჩვენი მხრიდან იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რაც დაშვებული იქნა ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციის დროს რაბათში, ახალციხეში. ეს არის ამ ეტაპზე დიალოგის მთავარი თემა. ახმედიეს მეჩეთთან დაკავშირებით რაღაც დეტალების გამოსწორება შეიძლება, მუშაობაა საჭირო, ხელახლა ხარაჩოების მიდგმა და ა.შ”, – ეს განცხადება კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა გასული წლის დეკემბერში გააკეთა.

მეჩეთი ახალციხეში
მეჩეთი ახალციხეში

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *