ახალი ამბები

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

26 თებერვალი, 2013 • 909
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

ხუთწლიანი საკრედიტო რესურსით თიბისი ბანკი საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს. ხელშეკრულების ფარგლებში ასევე შესაძლებელია მიკროსესხების დაფინანსება თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიისბანკი კონსტანტას მეშვეობით.

 

,,მნიშვნელოვანიარომ თანხა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოხმარდებაშევეცდებითმცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საპროცენტო განაკვეთები უკეთეს პირობებში შევთავაზოთვიდრე დღეს არის წარმოდგენილისაკრედიტო რესურსი მოხმარდება როგორც სოფლის მეურნეობასასევე, მცირე და საშუალო ბიზნესსნაწილი კი მიკროსესხებზე გადანაწილდება.  რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიააზიის განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდებარაც ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარებასესხების გაცემაში ჩაერთვება ბანკის შვილობილი  ბანკი –  “კონსტანტა“,  რომლის საშუალებით მცირე მეწარმეებისთვის სესხის გამოყოფა საქართველოს რეგიონებში მოხდებაგარდა დამტკიცებული 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხისააზიის განვითარების ბანკი ასევე უზრუნველჰყოფს ტექნიკურ დახმარებასრაც გააუმჯობესებს ჩვენი ბანკის სერვისებს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  

 

მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ბიზნესის განვითარებსითვის ერთერთ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ აზიის განვითარების ბანკშისაფინანსო ორგანიზაციაში განმარტავენრომ ეს არის აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ნაკლებად მომსახურებადი რეგიონებისთვის გამოყოფილი პირველი სესხი.

 

,,აზიის განვითარების ბანკის დახმარება უზრუნველყოფს ფინანსების ხელმისაწვდომობას ნაკლებად განვითარებული და ღარიბი რეგიონებისთვისაღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და სოფლის მეურნეობაშიტურიზმშიასევე, სამშენებლო და მომსახურების სფეროებში რეგიონული მოსახლეობის ჩართულობასა და დასაქმებას“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციების მთავარმა სპეციალისტმა რეინერ ჰარტელიმ.   

 

აზიის განვითარების ბანკი 1996 წელს დაარსდა და მსოფლიოს 48 რეგიონიდან 67 წევრ ქვეყანას აერთიანებსმისი მიზანია აზიასა და წყანარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებასაქართველო მისი წევრია 2007 წლიდან.  

 

2007 წლიდან ბანკის მიერ საქართველოში პროგრამების დასაფინანსებლად 1.1 მილიარდ დოლარზე მეტია დამტკიცებულიაღნიშნული თანხიდან 163 მილიონი აშშ დოლარი კერძო სექტორის პირდაპირი დაფინანსებისთვის გამოიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი