მათ შორის არიან: 175 პოლიტპატიმარი, 310 მდედრობითი სქესის სრულწლოვანი (№2 დაწესებულება – 2, №3 დაწესებულება – 3, №5 დაწესებულება – 305) და 21 მამრობითი სქესის არასრულწლოვანი (№2 დაწესებულება – 1, №8 დაწესებულება – 1, №11 დაწესებულება – 12, №17 დაწესებულება – 6, №18 დაწესებულება – 1) ბრალდებული/მსჯავრდებული.
ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა გასული წლის 21 დეკემბერს მიიღო , თუმცა აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც პარლამენტმა 28 დეკემბერს 91 ხმით დაძლია. აღნიშნულ კანონს ისევ არ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, რომლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. უსუფაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს 12 იანვარს მოაწერა ხელი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცნობით, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯავრდებულთა საქმეების ეტაპობრივად გადაგზავნა სასამართლოებში და სულ, ქვეყნის მასშტაბით, განსახილველია 18 500-მდე მსჯავრდებულის საქმე.