ახალი ამბები

უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 13:00 საათზე იმსჯელებს

25 თებერვალი, 2013 • • 1029
უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 13:00 საათზე იმსჯელებს

საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ  თბილისის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს 24 თებერვალს მიმართა. ასევე, პროკურატურის შუამდგომლობაში საუბარია იმაზე, რომ გიგი უგულავას აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიის დატოვება და დაეკისროს ვალდებულება კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ.

 

გიგი უგულავას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით  (სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) და 194–ე მუხლის მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია). სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს “თბილსერვის ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებს.

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი