თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს და 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. ვრცლად დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.
საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალი” მოუწოდებს საქართველოს, რომ გაითვალისწინოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და არ გადასცეს თურქეთს დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში რისკის ქვეშ დადგება ჩაბუქის უფლებები.
“2016 წლის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება აიძულებს მის მოკავშირეებს, რომ გაატარონ სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, ვინც სავარაუდოდ არიან ფეთჰულაა გულენის მხარდამჭერები. არსებობს სამხილი, რომ დაკავებულების უფლებები ირღვევა და მათ აწამებენ, რაც “ამნესტი ინთერნეიშენალმა” და ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აღწერეს. საერთაშორისო და საშიანაო სამართლიდან გამომდინარე, საქართველო მოვალეა, არ დააბრუნოს მოქალაქე იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რისკი, რომ მას აწამაბენ, არასწორად მოეპყრობიან ან მისი უფლებები შესაძლებელია სერიოზულად დაირღვეს,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.