თბილისის მერის მიიჩნევს, რომ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული და ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” ზეწოლას ისახავს მიზნად.
საგამოძიებო უწყების წინ შეკრებილს გიგი უგულავას მხარდამჭერებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით “გიგის არ შეეხოთ фарчакебо”, აქციის მთავარი ლოზუნგი კი იყო “არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანშვილს”. უგულავას დაკითხვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 22 თებერვალს გამოიტანა დადგენილება გიგი უგულავას ბრალდების შესახებ.