ახალი ამბები

G7 კლიმატის ცვლილების საკითხზე ვერ თანხმდება

28 მაისი, 2017 • 2003
G7 კლიმატის ცვლილების საკითხზე ვერ თანხმდება

“დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერები კლიმატის ცვლილების საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ექვსი ქვეყნის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს მუშაობა პარიზში 2015 წელს მიღებული შეთანხმების საფუძველზე და იზრუნოს გარემოში მხუთავი აირების გამოყოფის შემცირებაზე, თუმცა აშშ მოსაფიქრებლად კიდევ ერთ კვირას ითხოვს.

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალურ დათობას ერთხეულ უკვე უწოდა “თაღლითობა”. Axios იმის შესახებაც წერდა, რომ ტრამპი გეგმავს, პარიზის შეთანხმება დატოვოს.

გარდა კლიმატიც ცვლილებისა, “დიდი შვიდეულის” სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი ხედვა წარმოადგინეს ტერორიზმთან საბრძოლველად. ისინი კვლავ იზიარებენ პოზიციებს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. სამიტზე განსახილველი საკითხები ასევე შეეხო მიგრაციას. წელს სამიტს ლიდერები აფრიკის ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ.

სამიტი წელს იტალიის კუნძულ სიცილიაზე 26-27 მაისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი