CPO21: კონფერენციის მონაწილეები კლიმატის ცვლილების შესახებ შეთანხმებას დღის ბოლოს წარადგენენ

BBC-ის ინფორმაციით, პარიზში, კლიმატის ცვლილების შესახებ გამართული კონფერენციის მონაწილეები საბოლოო დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდენენ, რომელსაც ოფიციალურად დღის ბოლოს წარადგენენ.

დოკუმენტის შინაარსის შესახებ ამ დროისათვის, ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში აცხადებენ, ტექსტი ამჟამა 6 სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. მას დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე პარიზის დროით, 11:30 საათზე გაიტანენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დოკუმენტი?

დოკუმენტის ხელისმომწერი ქვეყნები თანხმდებიან კლიმატის ცვლილების მნიშვნელობასა და მის საზიანო გავლენა, ამიტომ ქვეყნები ადგენენ ერთგვარ გეგმას, რომელითაც იხელმძღვანელებენ და შეეცდებიან შეამცირონ პლანეტის გადახურების დონე. გეგმის მიხედვით წლიურმა საშუალო დონემ არ უნდა გადააჭარბოს 1.5 ცელსიუსს. მაგრამ ქვეყნების განვითარების განსხვავებული დონე და მათი ფინანსური რესურსები ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას.

გაეროს კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზში 30 ნოემბერს დაიწყო და 11 დეკემბერს დასრულდა. მას 174 ქვეყნის ლიდერებთან ერთად 40 000-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი და კლიმატის ცვლილების მკვლევარი დაესწრო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი