ნეტგაზეთი | ავარია ქუთაისში – ერთი მოზარდი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა ავარია ქუთაისში – ერთი მოზარდი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა – Netgazeti
RU | GE  

ავარია ქუთაისში – ერთი მოზარდი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა

რამდნეიმე წუთის წინ ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.