ახალი ამბები

პრემიერის ადმინისტრაციის 26-მილიონიანი შენობა აღარ აშენდება

22 თებერვალი, 2013 • 2000
პრემიერის ადმინისტრაციის 26-მილიონიანი შენობა აღარ აშენდება

21თებერვალს მთავრობის სხდომაზე გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა ათონელის ქუჩაზე, აშშ-ის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობის მშენებლობის საკითხს.

პრემიერის ადმინისტრაციის ახალი შენობის პროექტი
პრემიერის ადმინისტრაციის ახალი შენობის პროექტი

 

სამუშაოებს კომპანია „არტესი” ასრულებდა, რომლისთვისაც 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილია. პროექტი ძველი ხელისუფლების გადაწყვეტილებით იყო დაწყებული.

 

„ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ცალკე შენობა ჰქონდეს. ამიტომ პრემიერ-მინისტრი საქმიანობას მთავრობის კანცელარიის შენობაში გააგრძელებს. კანცელარია არ არის მთლად კარგ მდგომარეობაში, მაგრამ სრული ინფრასტრუქტურაა იმისათვის, რომ ვიმუშაოთ”, – განაცხადა მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

 

მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები შესასწავლად შესაბამის ორგანოებს უკვე გადაეცა.

პრემიერის ადმინისტრაციის ახალი შენობის პროექტი
პრემიერის ადმინისტრაციის ახალი შენობის პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი