ახალი ამბები

ხმაურის შესახებ კანონს სავარაუდოდ 1 აგვისტოს დაამტკიცებენ

24 მაისი, 2017 • 2526
ხმაურის შესახებ კანონს სავარაუდოდ 1 აგვისტოს დაამტკიცებენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ხმაურის შესახებ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. შემდეგ მოსმენაზე მხოლოდ ტექნიკური დეტალების დაზუსტება იგეგმება, რადგან კანონპროექტს მხარს უჭერს როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიციაც.

კანონპროექტის ინიციატორის, ბექა ოდიშარიას თქმით, კანონი 1 ივლისიდან უკვე უნდა ამოქმედდეს, თუმცა შესაძლოა თარიღმა 1 აგვისტომდე გადაინაცვლოს.

გიგა ბოკერიას თქმით, სამართლებრივად არ იქნება სწორი, რომ სანქციამ გაუსწროს რეგულაციას – კანონი ამუშადება მას შემდეგ, რაც მთავრობა შეასრულებს თავის ვალდებულებას და მიიღებს რეგულაციებს. ამ და სხვა ტექნიკურ საკითხებს შემდეგ მოსმენაზე დააზუსტებენ.

კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს არის ევროპული მიდგომა, როდესაც რომელიმე ბიზნესი (კლუბები, გასართობი დაწესებულებები) არ იგებს სხვა ადამიანების შეწუხებისა და პირად სივრცეში ხმაურიანად შეჭრის ხარჯზე. ბექა ოდიშარიას თქმით, ხმაურის დეციბალების დამდგენი ხელსაწყოები თავდაპირველად შესაძლოა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეულ ეკიპაჟს გადაეცეს, ხოლო შემდეგ დადგინდება, თუ ვინ გააკონტროლებს ამ საკითხს.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, ხმაურის საწინააღმდეგო კანონის მიღებით მინიმუმ 100 ათასი ადამიანი იქნება მადლობელი. მისი იფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს ხმაურისგან შეწუხებული მოქალაქეების მიერ 6539 ზარი შევიდა შსს-ში, თუმცა პოლიციას არანაირი ბერკეტი აქვს ამ დრომდე მათი უფლებების დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი