ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: არ არის აუცილებელი კონსტიტუციის დამახინჯება ზედმეტი ჩამონათვალით

18 თებერვალი, 2013 • • 921
დავით ბერძენიშვილი: არ არის აუცილებელი კონსტიტუციის დამახინჯება ზედმეტი ჩამონათვალით

“საქართველოს კანონმდებლობაში კვალიფიციური ფორმით შესაძლებელია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების აღნიშვნა. ეს ნორმალურია, ამის ასახვა შესაძლებელია, როგორც ჩვენ გვაქვს 1918 წლის კონსტიტუცია ფიქსირებული ჩვენს თანამედროვე კონსტიტუციაში. ასევე შეგვიძლია 2008 წლის პლებისციტი საქართველოს ნატოში შესვლის სურვილთან დაკავშირებით იყოს ფიქსირებული.  ვროპული არჩევანი, ეს მთელი ჩვენი ისტორიის არჩევანია, ესეც შეიძლება იყოს ფიქსირებული”.

 

მისივე თქმით, ძალიან რთულია ზღვრის გავლება, რომელ ორგანიზაციებში ვიქნებით, სადაც რუსეთია და რომელში არ ვიქნებით, სადაც რუსეთია:

 

– “მაგრამ ჯერ არშექმნილი, არარსებული ევრაზიული კავშირი, რომელიც არ არსებობს, მხოლოდ იდეა არის, ჩავწეროთ, რომ ის თუ  შეიქმნება, იმაშიც არ შევალთ, ეს არ არის კვალიფიციური. ამასთანავე, ძალიან რთულია ზღვრის გავლება, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიქნებით, სადაც რუსეთია და რომელში არ ვიქნებით, სადაც რუსეთია. ჩვენ ვართ ბისეკის, პაპსეკის წევრები, ამ გაერთიანებაში ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ პოსტსაბჭოთა ქვეყნები არიან და რუსეთი იქ ძალიან გავლენიანი მოთამაშეა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანებაში. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია გაეროში. ჩვენ, საქართველომ მხარი  დაუჭირა რუსეთის შესვლას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამიტომ ძალიან ხელოვნური იქნება ახლა იმ ორგანიზაციების ჩამოთვლა, სადაც რუსეთი არის და ამ ორგანიზაციაში ვიქნები რუსეთთან ერთად და იმ ორგანიზაციაში არ ვიქნები”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს:

 

“ჩამონათვალი ორგანიზაციების ქვეყნების და ასე შემდეგ, ამას არეგულირებს კანონმდებლობა და არ არის აუცილებელი კონსტიტუციის დამახინჯება ზედმეტი ჩამონათვალით.” 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ პარლამენტიდან უკან გაითხოვა მის  მიერ ინიცირირებული კანონპროექტი საგარეო კურსის ურყევობის შესახებ იმ მოტივით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმრავლესობასთან ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვის თაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი