ახალი ამბები

ბარამიძე: “საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ კანონპროექტს უკან გამოვიწვევ

18 თებერვალი, 2013 • • 1195
ბარამიძე: “საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ კანონპროექტს უკან გამოვიწვევ

“ჩვენ კონსტიტუციის შესწორების ინიცირებისთვის საკმარისი ხმები არ გაგვაჩნია, ამიტომ რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა, გავაკეთეთ  

გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე

კანონპროექტის ინიცირება, რომ დაგვეფიქსირებინა, რომ ეს საკითხები უნდა იყოს დაფიქსირებული არა რაღაც ფრაქციების თუ პიროვნებების შეთანხმების, არამედ სწორედ საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ დავსვით ეს საკითხი, რომ კონსტიტუციაში იყოს ეს ცვლილებები ინიცირებული. ამ წუთში მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. აქედან გამომდინარე, ხელი რომ არ შეეშალოს ამ პროცესს, მე დღეს გამოვიწვევ ამ კანონპროექტს და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი შეთანხმებით ჩვენ გვექნება საშუალება ეს პრინციპები დავაფიქსიროთ საქართველოს კონსტიტუციაში”,– განაცხადა გია ბარამიძემ.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს უმაღლესი ინტერესია, გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. ამავდროულად, აკრძალულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ქმედებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება და აფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში. ამავე კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია პოსტსაბჭოთა ორგანიზაციებში გაწევრიანება.

კანონპროექტის თანახმად, ასევე იკრძალება რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა საქართველოში, ან ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა და გადაკვეთის უფლების მინიჭება.

აღნიშნული კანონპროექტი ეხება დეოკუპაციის არაღიარების და ჩრთულობის პროცესსაც. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას; საქართველო ისწრაფვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისკენ; საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რონლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ; და საქართველომ უნდა აწარმოოს თანმიმდევრული ჩართულობის პოლიტიკა დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი