ახალი ამბებიხელოვნება

“აეროსმიტის” კონცერტზე ბლექ სი არენასთან მგზავრები მატარებლით მისვლას შეძლებენ

19 მაისი, 2017 •
“აეროსმიტის” კონცერტზე ბლექ სი არენასთან მგზავრები მატარებლით მისვლას შეძლებენ

საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენასთან” დაახლოებით 400 მეტრში მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური მოეწყო, რომელიც პირველად ჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მოემსახურება. მგზავრები მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზთან შეძლებენ მისვლას.

როგორც “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ფეისბუკში წერს, ახალი ბაქანის მშენებლობა ფონდმა “ქართუ” დააფინანსა.

ასევე კონცერტთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა თბილისიდან დამატებით ორ შტადლერის ტიპის ელექტრომატარებელს ნიშნავს.

ასევე კონცერტის გამო რკინიგზა ამატებს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მიმართულებით რეისებს. ყველა ეს რეისი ახალ ბაქანზე გაჩერდება.

20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუმიმართულებით მარშრუტზე მატარებლები შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ:

  • მატარებელი №7002 ურეკიდან გამოვა 17:05, ქობულეთში იქნება 17:27-17:31, ბათუმში ჩავა 17:50.
  • მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 ქობულეთში იქნება 20:05-20:09, ბათუმში ჩავა 20:27.
  • მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 00:15, ქობულეთში ჩავა 00:39-0:43 და ბათუმში იქნება ღამის 01:01.
  • მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00, ქობულეთში იქნება 16:18-16:21, ხოლო ურეკში ჩავა 16:46.
  • მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 ქობულეთში იქნება 18:28-18:31, ურეკში ჩავა 18:56.
  • მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04, ურეკში იქნება 22:22.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნესკლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.

21 მაისს პირველი მატარებელი თბილისის მიმართულებით ბათუმიდან დილით, 07:30 სთ.-ზე გამოვა.

აეროსმიტის კონცერტი ბლექსი არენაზე 20 მაისს გაიმართება. დარბაზის კარი 19:00 საათიდან გაიღება. შოუ, სავარაუდოდ, ღამის 01:00 საათამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი