ბათუმში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში სამართალდამცავები მუშაობენ – კადრებს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პრესსამსახური გააკეთებს განცხადებას,”-განუცხადეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამის შესახებ ამ დრომდე არ მოუწოდებია.

როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას წოწორიას ძმის ოჯახის ახლობელი ამბობს, ჩხრეკის მიზეზი იარაღის მოძებნაა.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პარლამენტის დეპუტატი, “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძეც:

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *