საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურში გადასული პროექტების სიას აქვეყნებს. გადაცემების შესარჩევი კონკურსის მესამე ტურში სულ 15 პროექტი გადავიდა.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამ პროექტების ჩამონათვალს მიმართულებების მიხედვით:

მიმართულება: სოციალური, სოციალური თოქ-შოუ

1.       ქეთევან კაპანაძე „რეალური სივრცე“

2.      გიორგი ჭანტურია „სოციალური კლუბი“

მიმართულება: კულტურა

 კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა

1.       ალექსანდრე ცაგარელი; გურამ სულთანიშვილი „მითები და სტერეოტიპები“

2.       გიორგი ასანიშვილი „ნაცნობი მელოდიები“

3.       ნაჯა ორაშვილი, ნიკო ნიკოლაძე – „კიმონო“

კულტურის სიახლეების მიმოხილვა

1.      თეონა ჯორბენაძე   „Modem/Art“

მიმართულება: შემეცნებით-საგანმანათლებლო

ჯანსაღი ცხოვრება

1.      მარი მალაზონია – „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

სოფლის მეურნეობა

2.       თამარ ბოლქვაძე „ფერმა“

ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება

1.       ნინო ნანიტაშვილი „ოკულარი“

2.       ვასილ ჯანიკაშვილი „მკითხველთა კლუბი“

მიმართულება: საბავშვო-ახალგაზრდული

საბავშვო შემეცნებითი გადაცემა

1.       დალი ხოჯავა  „სუპერ გმირი“

საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა

1.       ნინო კელაურიძე „წიგნების თარო“

2.       გიორგი ჩანჩიბაძე „მხიარული სტარტები“

3.       თამარ ციციშვილი – „ხარ თუ არა მეხუთეკლასელზე ჭკვიანი?!“

მიმართულება: შემეცნებით-გასართობი

კულინარიული შოუ

1.       ნინო გოგოლაური „გურმანია“

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, GPB-მ სულ 153 პროექტი მიიღო, რომელთაგან მეორე, გასაუბრების ეტაპი 37-მა გადალახა. მესამე ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა კომისიის წევრებს უნდა წარუდგინონ გადაცემის საპილოტე ვერსია, ივნისის შუა რიცხვებში კი გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება, რომლებიც ახალი სამაუწყებლო სეზონიდან გავა ეთერში.

საზოგადოებრივ მაუწყებელის სამეურვეო საბჭომ 7 მარტს მხარი დაუჭირა მენეჯმენტის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც არსებული გადაცემები მაუწყებლის ეთერში მხოლოდ  2017 წლის 17 ივლისამდე დარჩება, სექტემბრიდან კი ახალ სეზონს მაუწყებელი განახლებული საეთერო ბადით გააგრძელებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *