ახალი ამბები

ციხის თანამშრომლები ქალი მსჯავრდებულების შეურაცხყოფაში ამხილეს

13 თებერვალი, 2013 •
ციხის თანამშრომლები ქალი მსჯავრდებულების შეურაცხყოფაში ამხილეს

ენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების #5 ქალთა, ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულების განყოფილების უფროსი გიორგი ფიფია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი გიორგი როდონაია, 2010-2012 წლების პერიოდში სისტემატიურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალ მსჯავრდებულებს, ახდენდნენ მათზე ძალადობას და ზოგადად არღვევდნენ მსჯავრდებულთა უფლებებს.

 

ამავდროულად, სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ფიფია და როდონაია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ხშირად უნახავთ არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც დასტურდება #5 დაწესებულების 5 მსჯავრდებული ქალბატონის ახსნა-განმარტებით.

 

“გიორგი ფიფიას და გიორგი როდონაიას მიმართ გამოყენებული იქნა უმკაცრესი ზომა – სისტემის ორგანოდან დათხოვნა, ხოლო მათი პირადი საქმეები გადაეგზავნა პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი