ახალი ამბებიხელოვნება

მუსიკალური კონკურსის “Tbilisi Newcomers 2017” შესარჩევი ტური გაიხსნა

15 მაისი, 2017 • 3735
მუსიკალური კონკურსის “Tbilisi Newcomers 2017” შესარჩევი ტური გაიხსნა

“ალთერვიჟენ ჯგუფი” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიური მუსიკალური პროექტის, Tbilisi Newcomers 2017-ის შესარჩევ ტურს იწყებს.

15 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით პროექტით დაინტერესებულმა მუსიკოსებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ატვირთონ ფოტოსურათი, 3 Mp3 და ბიოგრაფია.

მიღებული აპლიკაციები განიხილება და საუკეთესო ბენდები მოწვეული იქნებიან შოუქეისზე, რომელიც 5 და 6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება,  ფინალური შოუ-კონცერტი კი- 10 ივნისს ლისის ტბაზე.

პროექტი 4 ეტაპისგან შედგება:

  • შესარჩევი ეტაპი
  • Showcase, რომელზეც შერჩეული ბენდები ცოცხლად ასრულებენ თავიანთ კომპოზიციებსა და ცნობილი სიმღერების cover–ებს – 5-6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება;
  • ფინალური შოუ-კონცერტი, რომელიც 10 ივნისს ლისის ტბაზე ჩატარდება და ილიაუნის მე-11 დაბადების დღის აღსანიშნავად საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამის ნაწილი იქნება.
  • ილიაუნის დაბადების დღეზე, ფინალურ შოუ კონცერტზე გამოვლინდებიან ის საუკეთესო შემსრულებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალში Tbilisi Open Air 2017, რომელიც 16, 17, 18 ივნისს ჩატარდება ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე.

კონკურსის ორგანიზატორების თქმით, პროექტი ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება და ქართული ალტერნატიული სცენის განვითარებას უწყობს ხელს. ცხრა წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე ქართულმა ბენდმა და მუსიკოსმა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი