ახალი ამბები

ოპოზიცია ლუკა კურტანიძის დასათხოვად ღარიბაშვილს 3 დღის ვადას აძლევს

12 თებერვალი, 2013 • 1261
ოპოზიცია ლუკა კურტანიძის დასათხოვად ღარიბაშვილს 3 დღის ვადას აძლევს

განცხადება ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა გააკეთა. 

 

“8 თებერვლის დარბევის შემდეგ, შსს სამინსიტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორმა, ლუკა კურტანიძემ განცხდება გააკეთა “ასავალ დასავალში” უკიდურესად სახიფათო სიძულვილი ენით. სადაც ის ფიზკური ანგარიშსწორებით და ლინჩს წესით მოკვლით ემუქრება საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს. ეს სიძულვილის ენა არის ძალიან მძაფრი. 


შესაბამისად, თუ 3 დღის განმავლობაში ეს ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული თანამდებობიდან, ოპოზიცია ამას როგორც შსს-ს და ირაკლი ღრიბაშვილის პოზიციას ისე აღიქვამს. შესაბამისად, ის ზღაპრები პოლიციის დეპოლიტიზაციაზე დასრულდა, მაგრამ საბოლოო წერტილი მაშინ დაესმება, თუ სამ დღეში ის არ გაათავისუფლეს თანამდებობიდან,”- ამბობს გაბაშვილი. 

 

ლუკა კურტანიძის განცხადება “ასავალ- დასავალის” ბოლო ნომერში გამოქვეყნდა. მისი განცხადებით:  “რომ არა პოლიცია, რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციაზე მივიდა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, დღეს არცერთი ნაციონალი ფიზიკურად მთელი არ იქნებოდა და თუ ცოცხლები გადარჩებოდნენ, ღმერთისთვის მადლობა უნდა ეთქვათ. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ნაციონალი ცოცხლად იქნებოდა გატყავებული. დიახ,ეს ნაძირლები ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ,რომ მათ გამწარებული ხალხი ქუჩებში არ დასდებს და სახლებში არ უვარდება! საზოგადოების რისხვას მხოლოდ ის შეაკავებს, თუ თითოეული დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კედელაშვილმა პასუხი აგოს. ჩიორა თაქთაქიშვილი არის პროვოკატორი. სწორედ ჩიორა თაქთაქიშვილისნაირი ვირთხების რიტორიკას გამოჰყავს წყობილებიდან გამწარებული ხალხი. ეს ხალხი ჩვენ გვეკითხება, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ნაძირლებიო. ვაფრთხილებ ნაძირალა სააკაშვილს და მის ყველა ვირთხას-ნუ თამაშობთ გამწარებული ხალხის ნერვებზე, თორემ დაამთავრებთ ისე, როგორც კადაფიმ დაამთავრა!”

მასალების გადაბეჭდვის წესი