ახალი ამბები

NDI: უმრავლესობა, ვისაც რუსთავი 2-ის საქმეზე სმენია, ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებაში მთავრობა ჩაერია

15 მაისი, 2017 • 1831
NDI: უმრავლესობა, ვისაც რუსთავი 2-ის საქმეზე სმენია, ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებაში მთავრობა ჩაერია

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, მოსახლეობის 79%-ს სმენია.

ამ 79%-დან 56% ეთანხმება იმ აზრს, რომ მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაერია. ასევე, 46% მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში მედიის თავისუფლებას ზღუდავს, ამდენივე მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დროს მოსამართლეებზე ზეწოლა ხდებოდა.

ასევე, მათ შორის, ვისაც რუსთავი 2-ის საქმეზე სმენია, 35% მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა იყო და არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკასთან. რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი სამართლიანად მხოლოდ 28%-მა შეაფასა.

rustavi2

NDI-ის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე

მასალების გადაბეჭდვის წესი