ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ტრამპის საკანონმდებლო აქტით უკმაყოფილოა

11 მაისი, 2017 • 9865
აფხაზური მხარე ტრამპის საკანონმდებლო აქტით უკმაყოფილოა

დღეს, 11 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკანონმდებლო აქტს, რომლის შესაბამისად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

“სამწუხაროა, რომ ახალი ამერიკული ადმინისტრაცია საქართველოს აბსურდული მოთხოვნების მხარდაჭერის გზით წავიდა. აშშ-ის ლიდერები, რომლებსაც მსოფლიოში თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველებად მიაჩნიათ თავი, პრაქტიკაში ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ატარებენ და პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას ახდენენ მათთვის გამოუსადეგარ სახელმწიფოებზე. ასევე, იყენებენ ყველა შესაძლო შეზღუდვასა და სანქციას ამ სახელმწიფოების მოქალაქეების მიმართ.

საჭიროა იმის გააზრება, რომ მხოლოდ აღიარებასა და სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური რეალობის ადეკვატურ აღქმას შეუძლია ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგს. საქართველოში რევანშისტული განწყობების წაქეზება და აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა მხოლოდ ართულებს ამ მიზნის მიღწევას და აზრს უკარგავს ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა ძალისხმევას”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი