ახალი ამბები

საპატრიარქო ინტერრელიგიური ჯგუფის არსებობას მიესალმება

8 თებერვალი, 2013 •
საპატრიარქო ინტერრელიგიური ჯგუფის არსებობას მიესალმება

ინტერრელიგიური ჯგუფის შექმნის ინიციატივით საპატრიარქო 2010 წელს გამოვიდა:

 

“მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივა გაზიარებულ იქნა რელიგიური გაერთიანებების მიერ. ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ,”21-ე საუკუნე” უწევს,  უკვე ორ წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და საქართველოში მოღვაწე ძირითად რელიგიურ სპექტრს აერთიანებს. სხდომებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.    

ეს წარმოადგენს სრულფასოვანი ინტერრელიგიური დიალოგის პირველ პრეცედენტს საქართველოში და  მიგვაჩნია, რომ ამ  საქმიანობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში 

მასალების გადაბეჭდვის წესი