ნეტგაზეთი | ოთარ სიჭინავა უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ოთარ სიჭინავა უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ – Netgazeti
RU | GE  

ოთარ სიჭინავა უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ოთარ სიჭინავა უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ.

მას მხარი დღეს, 11 მაისს, გამართულ კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ოთარ სიჭინავა 2006-2016 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. შესაბამისად, იგი უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ოთარ სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოსამარღლე ოთარ სიჭინავა ძაღლებს ასეირნებდა მაშინ, როდესაც სასამართლოში კაბელებისა და უგულავას საქმეები უნდა განხილულიყო, შესაბამისი კვორუმი კი ვერ მოგროვდა. ოთარ სიჭინავა იყო ერთ-ერთი მოსამართლე, ვისაც რუსთავი 2-ისა და “კაბელების საქმის” ადვოკატები საქმეების გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ.

ოთარ სიჭინავა რ2-ის საქმის განხილვას საკონსტიტუციოში არ ესწრებოდა, ამ დროს თბილისში ასეირნებდა ძაღლებს

ოთარ სიჭინავა რ2-ის საქმის განხილვას საკონსტიტუციოში არ ესწრებოდა, ამ დროს თბილისში ასეირნებდა ძაღლებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი