საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ოთარ სიჭინავა უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ.

მას მხარი დღეს, 11 მაისს, გამართულ კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ოთარ სიჭინავა 2006-2016 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. შესაბამისად, იგი უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ოთარ სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოსამარღლე ოთარ სიჭინავა ძაღლებს ასეირნებდა მაშინ, როდესაც სასამართლოში კაბელებისა და უგულავას საქმეები უნდა განხილულიყო, შესაბამისი კვორუმი კი ვერ მოგროვდა. ოთარ სიჭინავა იყო ერთ-ერთი მოსამართლე, ვისაც რუსთავი 2-ისა და “კაბელების საქმის” ადვოკატები საქმეების გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ.

ოთარ სიჭინავა რ2-ის საქმის განხილვას საკონსტიტუციოში არ ესწრებოდა, ამ დროს თბილისში ასეირნებდა ძაღლებს

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *