ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი

8 თებერვალი, 2013 •
შალვა ნათელაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი

მან ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროში” სტუმრობისას ნინო ჟიჟილაშვილის თოქ–შოუში განაცხადა. 

მისი თქმით, ლეიბორისტულ პარტაიში 20 ათსი წევრია და პარტია საკუთარ ნიშას ახალ პოლიტიკურ რეალობაშიც დაიკავებს.

 

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

“მიხეილ სააკაშვილი არის ვარდების რევოლუციის პორდუქტი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი -ცოცხების პროდუქტი.  რომ არ გადაეღოთ ის კადრები, რომელიც ივანიშვილის დავალებით იყო გადაღებული, რომ არ გადაენახათ რამდენიმე თვე და არ ეცადათ, რამდენ ადამინს გააუპატიურებდნენ კიდევ, ხალხი ცხელ გულზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

 

მისი თქმით, “ლეიბორისტული პარტიის” ელექტორატმა, რომელიც 7–10 პორცენტია, ცოცხებზე ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა და ხმა მისცა კოალიციას:  

“იფიქრეს, რომ იქ ბევრი პარტია იყო შეკრებილი და იყო ბევრი ფული.  ისინი უფრო გაუმკლავდებიან რეჟიმს. სინამდვილეში მივიღეთ ერთი ალიბაბას მერე მეორე ალიბაბა და ერთი გველეშაპის მერე მეორე გველეშაპი.”.

 

ნათელაშვილის განცხადებით, მთავრობას და პრეზიდენტს დავა იმაზე კი არ აქვთ, რა უნდა ეშველოს მუშას და სოფელს, არამედ იმაზე, უფლებები როგორ გაიყონ კონსტიტუციურად: ” მე ბოდიში მოვუხადე ხალხს, რომ ვერ დავარწმუნე, რომ ხმა არ მიეცათ ივანიშვილისთვის. ეს არის მტაცებლების კოაბიტაცია კოჰაბიტაცია. ჩვენ ვართ სიცრუის და გადაგდების სუბექტები. თუ გინდათ, რომ დაგიბრუნდეთ წართმეული ხმა, მიეცით საპრეზიდენტო არჩევნებზე ლეიბორისტულ პარტიას.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი