ახალი ამბები

ვაკის პარკში “ღამის მგლები” გამოჩნდნენ [ფოტო/ვიდეო]

9 მაისი, 2017 • 6639
ვაკის პარკში “ღამის მგლები” გამოჩნდნენ [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 9 მაისს, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, სადაც ვეტერანები არიან შეკრებილი, რუსული მოტოკლუბის, “ღამის მგლების” ორი წევრი გამოჩნდა.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, იგი არ არის პოლიტიკოსი და აქ ჩამოვიდა, რათა პატივი მიეგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებისთვის.

თბილისში პუტინის მეგობრის, “ქირურგისა” და “ღამის მგლებს” ჩამოსვლა იგეგმებოდა. რუსი ბაიკერების საქართველოში შემოყვანის სურვილი “რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირს” ჰქონდა, რათა 9 მაისს მათი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიეღოთ მონაწილეობა. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია და “კრემლის მოტოციკლისტებისთვის” საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მოთხოვნით მალევე ონლაინ–პეტიციაც გავრცელდა.

“ღამის მგლების” მოტოკლუბის 50-მდე წევრი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს, თუმცა, 3 მაისს შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ტურისტურლი მიზნით, სხვა ქვეყნის ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, საზღვარი “ღამის მგლების” ერთმა წევრმა გადმოკვეთა.

"ღამის მგლები" ვაკის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 09.05.2017 "ღამის მგლები" ვაკის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 09.05.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი